მარნეულელი ახალგაზრდები მერიის მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ
27 ივლისს, 65 მარნეულელი ახალგაზრდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ხეობაში, საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკში „I See You” გაემგზავრა.
27 ივლისს, 65 მარნეულელი ახალგაზრდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ხეობაში, საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკში „I See You” გაემგზავრა.
ბანაკის მონაწილეები, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გააცილა, მშვიდობიანი მგზავრობა და წარმატებები უსურვა.
„მჯერა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს სათანადოდ წარმოადგენთ და გვასახელებთ. გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას და წარმატებებს. ყოველთვის გქონდეთ ადგილობრივი ხელისუფლების იმედი ყველა სასიკეთო წამოწყებაში. მიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით, “– ამ სიტყვებით გააცილა ახალგაზრდები ზაურ ტაბატაძემ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ბანაკში ბავშვების ტრანსპორტირება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.
საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკში „I See You”, 5 დღის განმავლობაში, ახალგაზრდებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. იგი მიზნად ისახვას VIII-XII კლაისის სკოლის მოსწავლეების განვითარებასა და ლიდერული უნარ–ჩვევების შეძენას. ასევე, მეგობრული ურთიერთობის, ეფექტური კომუნიკაციის, სასარგებლო საქმის კეთების, შინაგანი თავისუფლების და დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის აღების, ადამიანებზე და გარემოზე ზრუნვის, პრობლემის გადაჭრის პროცესში ნებაყოფლობითი ჩართვის სურვილის ჩამოყალიბება-განვითარებას და ახალი ცოდნის შეძენასა და გაღრმავებას.
ბანაკს ორგანიზებას „სტუდენტური პარლამენტი“ და ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ უწევს. „I See You” ბანაკში საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები დაისვენებენ. ბანაკის მხარდამჭერია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.