სიახლეები

ახალგაზრდული ფესტივალი მარნეულში

06 აგვ, 2018

4–5 აგვისტოს, მარნეულში, კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა.

4–5 აგვისტოს, მარნეულში, კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა.

ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.

ფესტივალის მსვლელობისას მოეწყო სხვადასხვა ვორქშოპი, მასტერკლასები, კონცერტები და პრეზენტაციები. წარმოდგენილი იყო შულავერში მდებარე სტუდია „ჰობი ჰაუსის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე, მოეწყო ფილმის ჩვენება და დისკუსია. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ორგანიზატორების მიერ ახალგაზრდებითვის დაიგეგმა გრაფიტის ტექნიკის სწავლება და მოიხატა მარნეულის კულტურის სახლის გვერდით მდებარე კედელი. ფესტივალის მეორე დღე დაეთმო ეკო–აქციას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და ჯანდაცვის, სოც.უზრუნველყოფის, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგნლები.

ახალგაზრდული ფესტივალი მარნეულში მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა, როემლიც განხოცილდა ახალგაზრდული ასოციაცია დორნის ინიციატივით.

სხვა სიახლეები