სიახლეები

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მერიაში შეხვედრა გაიმართა

09 აგვ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელები.

შეხვედრაზე, ორგანიზაცია „აგროსერვისის“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „აგროსერვისი“ ანხორციელებს საინფორმაციო კამპანიას.

პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში.

პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქციის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა, არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა, მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგრო საწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

პროექტთან დაკავსირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 1504; 0790 87 36 80 დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ  ვებ  გვერდზე: www.apma.ge.

სხვა სიახლეები