სიახლეები

ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

16 აგვ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ბატონი ზაურ ტაბატაძის ინიციატივით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

მოსახლეობასთან შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოსა და სურსათის უვნებლობის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით იმართება.

კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეწყობა, სადაც ადგილობრივებს მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნული მავნებლის ბიოლოგიისა და მასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს,  შეხვედრა,  წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. კამპანიის ფარგლებში, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

სხვა სიახლეები