სიახლეები

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ყურბან ბაირამი მიულოცეს

22 აგვ, 2018

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომა მიულოცეს.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომა მიულოცეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, მერიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ და სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის შეწირული საქონლის ხორცი შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგეს.

ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70 დღის შემდგომ აღინიშნება და სამი დღე გრძელდება.


სხვა სიახლეები