მარნეულში „ჯავახიშვილი-შეწირული გენიოსი“ საღამო გაიმართა
22 აგვისტოს, მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, ქალაქ მარნეულში, მ. ჯავახიშვილის ძეგლის მიმდებარედ ღონისძიება სახელწოდებით „ჯავახიშვილი-შეწირული გენიოსი“ გაიმართა.
22 აგვისტოს, მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, ქალაქ მარნეულში, მ. ჯავახიშვილის ძეგლის მიმდებარედ ღონისძიება სახელწოდებით „ჯავახიშვილი-შეწირული გენიოსი“ გაიმართა.
სკვერში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ და გაცნობოდნენ მიხეილ ჯავახიშვილის მოღვაწეობის ბოლო პერიოდს. მოეწყო მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილი იყო სოფელ წერაქვში არსებული მ.ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმის რეტროსპექტივა.
ადგილზე განთავსდა სოფელ წერაქვში, მწერლის სახლ–მუზეუმში დაცული ექსპონატები. ასევე, მოეწყო აუდიო-ვიზუალური მასალის ჩვენება, რომელიც ასახავდა რეალურ-ისტორიულ მოვლენებს მწერლის ცხოვრებაზე, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილს „მოგონებები და განცდები მამის დაპატიმრებაზე“ ეკუთვნის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი ასევე მოწვეული სტუმრები. მონაწილეებმა წაიკითხეს მცირე ამონარიდები ჯავახიშვილის შემოქმედებიდან და ისაუბრეს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე და მოვლენებზე მწერლის ბიოგრაფიიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, თანამშორმლები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, პუბლიცისტები და სხვა მოწვეული სტუმრები.