ქვემო ქართლის გუბერნატორიმარნეულში შეხვედრებს აგრძელებს
ქვემო ქართლში ახლადდანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.
ქვემო ქართლში ახლადდანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.
მხარის გუბერნატორი მოადგილესთან ზაურ დარგალთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ზაურ ტაბატაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ამჯერად შაუმიანის, ყულარის, თამარისის, წერეთლისა და ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
გუბერნატორმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა მათი საჭიროებები და მათთან ერთად იმსჯელა მოგვარების გზებზე. მან სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში შეკრებილ მოსახლეობას, რეგიონის გასავითარებლად საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.
დღესვე, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა სოფელ შაუმიანსა და ყულარში, ასევე დაათვალიერა სოფელ საიმერლოში მშენებარე საბავშვო ბაღის შენობა და სოფელ წერეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერის რეკონსტრუქციის სამუშაოები.
გუბერნატორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გაცნობით შეხვედრებს ხვალ, 5 სექტემბერს, დაასრულებს.