სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეს, საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ამ დღის აღსანიშნავად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში დილიდან საზეიმო ღონისძიებები გაიმართა
დღეს, საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ამ დღის აღსანიშნავად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში დილიდან საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
ახალი სასწავლო წლის დაწყების მისალოცად სოფელ თაზაქენდის, I ქესალოს, კაჩაგანის, წერეთელის მირზოვკისა დ №2 საჯარო სკოლებს ეწვივნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რუსლან გაჯიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მისი მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წარმატებები და ნაყოფიერი წელი უსურვეს.
სკოლებში მყოფმა სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახლადრეაბილიტირებული სკოლის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და ღონისძიებების ბოლოს, საზეიმო ვითარებაში, პირველკლასელებს ახალი ნოუთბუქები გადასცეს.