სამუშაო შეხვედრა ICSU-ს წარმომადგენლებთან
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ICSU-ს წარმომადგენლების ინიციატივით, სამუშაო შეხვერდა გაიმართა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ICSU-ს წარმომადგენლების ინიციატივით, სამუშაო შეხვერდა გაიმართა.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს „განავითარე შენი რეგიონი“ - პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების საკითხები განიხილეს, რომელიც საქართველოს რეგიონებში სეზონური ბანაკების მოწყობასა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ეხებოდა.
აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, პროგრამა - ,,განავითარე შენი რეგიონი“, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მასშტაბურ პროეტებში და სოციალური უნარების განვითარების გზით ჩამოყალიბდნენ ლიდერებად.