სიახლეები

თამარისში გერმანული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საკითხზე მუშაობა მიმდიანრეობს

24 სექ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და  სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წარმომადგენლებს   შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და  სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წარმომადგენლებს   შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილეს  თამარისის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის საკითხი, ასევე  იმსჯელეს  იქ  არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის,  გადარჩენისა და გერმანული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული პროექტების შესახებ.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ერთ-ერთ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ისტორიულ ნაწილში, გერმანელი პარტნიორების დახმარებით, გერმანული საცხოვრებელი სახლის შესყიდვას, რომელიც შეიძენს საზოგადოებრივ ფუნქციას და სასარგებლო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

შეხვედრაზე ასევე, განხილულ იქნა თამარისის ისტორიულ ცენტრში გამავალ ქუჩაზე ტრაუბენბერგის სახელის დარქმევის საკითხიც.

სამუშაო შეხვედრის პროცესში, მხარეებმა აღნიშნული იდეების განხორციელებისთვის პოზიციები შეაჯერეს და სამომავლო გეგმების განხორციელების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის    მზაობა გამოთქვეს.

სხვა სიახლეები