სიახლეები

მარნეულში ფერების ფესტივალი გაიმართა

24 სექ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ფერების ფესტივალი გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ფერების ფესტივალი გაიმართა.

სპეციალურად ამ დღისთვის, კულტურის სახლის ეზოში, სადღესასწაულო სივრცე მოეწყო, სადაც მოსული სტუმრებისთვის სხვადასხვა გასართობი სანახაობები გაიმართა.

ღონისძიებას მხიარული წამყვანი ujma  უძღვებოდა, რომლის  ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგნენ  მუსიკალური ჯგუფი  „რეზო და ბავშვები“,   ბენდი , „RED CARPET“ და     დიჯეი „ZauRez“.

ფესტივალს  მარნეულის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ახალგაზრდები, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები