სიახლეები

ალგეთში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

08 ოქტ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, ახლადაშენებული საბავშვო ბაღი დღეს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. 150 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შენობა ორ სართულიანია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, ახლადაშენებული საბავშვო ბაღი დღეს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. 150 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შენობა ორ სართულიანია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.

საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები - კახა კობერიძე, ზაურ დარგალი, საპარლამენტო დეპუტატები - თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ზაურ ტაბატაძე, ამირან გიორგაძე, ლაშა ლობჯანიძე და მამუკა ნავერიანი ესწრებოდგნენ.

საზეიმო გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლებთან ერთად, პედაგოგები და აღსაზრდელების მშობლები.

ბაღის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, მოწყობილია პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ბაღის ეზოც, დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, მის მიმდებარედ კი ბავშვების უსაფრთხოებისთვის დაიგო კაუჩუკის საფარი, ასევე დაიდგა სკამები და დამონტაჟდა გარე განათებები.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, ვინაიდან სკოლამდელი განათლება ალგეთში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის დღეიდან ხელმისწავდომი გახდა.

სხვა სიახლეები