მარნეულში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტში, დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის, ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“- ის მიერ ნარჩენებისგან დასუფთავდა ოთხი ადმინისტრაციული ერთეულის 18 სოფელი.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის, ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“- ის მიერ ნარჩენებისგან დასუფთავდა ოთხი ადმინისტრაციული ერთეულის 18 სოფელი.
ადმინისტრაციული ერთეულებიდან, სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 54 ნაგავმზიდი, ჯამში 540 კუბური მეტრი ნარჩენი იქნა გატანილი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავების სამუშაოები, მომავალშიც გაგრძელდება.