ინფორმაცია
2013 წლის 8 ოქტომბერს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავრის ტერიტორიული ერთეულის სოფელ ქვემო სარალის მოსახლეობისათვის შესყიდულ იქნა სარიტუალო ინვენტარი, კერძოდ 31 მაგიდა და 62 სკამი.
ინვენტარის გადაცემა განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ მერაბ თოფჩიშვილისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, ასევე 2013 წლის 8 ოქტომბერს განახორციელა სამუშაოების შესრულების ხარისხის მონიტორინგი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავრის ტერიტორიული ერთეულის სოფელ სეითგოჯალოში სტადიონის მიმდინარე მშენებლობაზე. მოამზადა: დავით ხარშილაძემ