სიახლეები

შეხვედრა მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებთან

22 ოქტ, 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, „მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სტუდენტებს შეხვდა.

ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, „მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სტუდენტებს შეხვდა.

ახალგაზრდების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე გუბერნატორმა სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილელობაზე, პროფესიული განათლების მიღებისა და მოკლევადიანი გადამზადების სისტემის პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, რომელმაც სტუდენტებს ახალგაზრდული მიმართულებით არსებული მუნიციპალური სერვისები და შესაძლებლობები გააცნო.

მხარის გუბერნატორმა,  განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და ისეთი პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს და რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე დასქმების მეტ შესაძლებლობას ქმნის.

მხარის შოთა რეხვიაშვილმა  პროფესიული გეგმების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

საზოგადოებრივი კოლეჯის ხელმძღვანელმა პირებმა, სტუმრებს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერებინეს და უახლოესი გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.


სხვა სიახლეები