შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან
23 ოქტომბერს, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის სპორტული სკოლის წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი ფალიანსა და გიორგი ქიმაძეს შეხვდნენ.

გიორგი ფალიანმა, წარმატებით იასპარეზა ქალაქ ანტალიაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში და საქართველოში მესამე ადგილით დაბრუნდა. ხოლო გიორგი ქიმაძემ, ქალაქ თბილისში გამართულ კინგბოქსის (K-1) საერთაშორისო ტურნირში დაამარცხა ირანელი მეტოქე და გახდა შავი ქამრის მფლობელი.
მოგახსნებთ, რომ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში ქართველმა სპორტსმენებმა 77 მედალი, მათ შორის 39 ოქრო მოიპოვეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ამ გამარჯვებებს ჩვენს სპორტსმენებს და ვუსურვებთ წარმატებებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ა(ა)იპ მარნეულის სპორტული სკოლის წარმომადგენლები, მწვრთნელები და მერიის თანამშრომლები.