სიახლეები

მარნეულს ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის ექსპერტები სტუმრობდნენ

15 ნოე, 2018

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის შესრულების მონიტორინგის მე-3 ციკლის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრები ეწვივნენ.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის შესრულების მონიტორინგის მე-3 ციკლის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრები ეწვივნენ.

ევროპის საბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებს  ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი და მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძე   შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა, ეთნიკური უმცირესობების  სამოქალაქო ინტეგრაციისა და სახელმწიფო ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით, გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოები შეაფასეს.

მოგახსენებთ, რომ საქართველოში 12-17 ნოემბერს ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრების ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია შეხვედრები, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან.

ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე დაყრდნობით მზადდება ანგარიში, რაც საფუძვლად ედება ევროპის საბჭოს რეზოლუციას ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის შესრულების თაობაზე.

მერიის შემდეგ მარნეულში სამუშაო ვიზიტით მყოფი ექსპერტთა ჯგუფი, ქალაქ მარნეულის №3 და თაქალოს საჯარო სკოლებს ეწვია.

სხვა სიახლეები