სიახლეები

წიგნის სახელწოდებით - „ქვემოქართლელი გულდებულები“ პრეზენტაცია გაიმართა

27 ნოე, 2018

26 ნოემბერს, რუსთავის თეატრში წიგნის სახელწოდებით - „ქვემოქართლელი გულდებულები“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რეგიონში მცხოვრები, სხვადასხვა ეროვნების, 90 ავტორის შემოქმედებას აერთიანებს.

26 ნოემბერს, რუსთავის თეატრში წიგნის სახელწოდებით - „ქვემოქართლელი გულდებულები“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რეგიონში მცხოვრები, სხვადასხვა ეროვნების, 90 ავტორის შემოქმედებას აერთიანებს.

ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა მხეიძე, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, ქალაქ რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მწერალთა კავშირის წევრები, სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ წიგნი გამოცემულია ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები