ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის
2013 წლის 22 ოქტომბერს 15 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიეძღვნა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრებ ქალთა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ქალთა უფლებების დამცველებმა და მარნეულის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში მცხოვრებმა ქალებმა.შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ,,ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის “მხარდაჭერით განხორციელდა. {AG}22.10.2013-qalebi-tanasworobis{/AG}