სიახლეები

შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში

04 დეკ, 2018

დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ.

შეხვედრას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის  ტანამშრომლები  გოგა ხატიაშვილი და გოგა რაზმაძე წარუძღვნენ.

დღევანდელ ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებს, გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებული სტატისტიკას, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.

სხვა სიახლეები