სიახლეები

განცხადება

23 ოქტ, 2013

2013 წლის 22 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა ქ. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ზვიად ძიძიგური და რუსთავის მერი ბატონი დავით ჯიქია.

სტუმრებთან და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის გარდაბნის გამგებლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა მერაბ თოფჩიშვილმა საფუძველი ჩაუყარეს რეგიონალური მნიშვნელობის მარნეული - რუსთავის 19 კოლომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, რომელიც განხორციელდება  2014 წლიდან  და საგრძნობლად შეამცირებს მანძილს ორ მუნიციპალიტეტს შორის. გამომდინარე  იქედან, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი არის აგრო - კულტურის მხარე, აღნიშნული გზის აღდგენა ხელს შეუყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადაზიდვას მეზობელ მუნიციპალიტეტებში   და გააუმჯობესებს ბიზნეს სექტორის განვითარებას, მოემსახურება შემდეგ საწარმოებს შპს “ლომთაგორა,” შპს “აგრო სისტემები” და შპს “მარნეულის სასურსათო ქარხანა”.      ზემოაღნიშნული გზის მშენებლობით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და გაიზრდება რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპი.

სხვა სიახლეები