გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას მარნეულის კულტურის ცენტრი შეუერთდა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ღონისძიება ჩატარდება.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ღონისძიება ჩატარდება.
კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში, გაიმართება აქცია სახელწოდებით „არა ძალადობას“. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნარინჯისფერი ბუშტები გაუშვეს, რომლითაც სოლიდარობა გამოხატეს ძალადობის მსხვერლი ქალების მიმართ და დაგმეს მათ წინააღმდეგ განხორციელებული ყოველგვარი ძალადობა.
ღონისძიების ფარგლებში, კულტურის სახლის ფოიეში, ასევე მოეწყო თემატური ვიდეოს პრეზენტაციაც, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა.
ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრები, იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი, მარნეულის ქალთა ოთახის მენეჯერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.