სიახლეები

მერიის თანამშრომლებმა მუნიციპალური სერვისების შესახებ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა

20 დეკ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ დისკუსიაში, რომელიც     მოიცავდა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესული სოციალური ინფრასტრუქტურის პროგრამების  შესახებ მსჯელობას.

აღნიშნული შეხვედრა პროექტ „სამოქალაქო სექტორი მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის დროსაც განხილული იქნა  სოციალური ინფრასტრუქტურის პროგრამები, კონკრეტულად კი,  სკოლების რეაბილიტაციის,  გზების, ნარჩენების მართვის, სარწყავი წყლის სისტემების საკითხები  და სხვა.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის აპარატის, მელიორაციის სამსახურის, ბაღების გაერთიანების, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, სათემო ცენტრების და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.

ზემოაღნიშნული პროექტი ხორციელდება „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ.

http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/2127-meriis-tanamshromlebma-municipaluri-servisebis-shesaxeb-diskusiashi-miighes-monatsileoba.html

სხვა სიახლეები