სიახლეები

მერიაში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიზნით შეხვედრა გრძელდება

13 დეკ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუშაობს ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუშაობს ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს გაფართოებული შეხვედრა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც წარმოდგენილი იქნა თვისობრივი კვლევის შედეგები, რომელიც 6 დეკემბერს, ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების დადგენის მიზნით და რომელშიც ჩაერთნენ ახალგაზრდები მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან.

შეხვედრაზე ასევე განიხილება ახალგაზრდულ სფეროში არსებული პრობლემები, დაისახება მიზნები, ამოცანები და გაიწერება კონკრეტული ღონისძიებები, სამწლიანი სტრატეგიის ფარგლებში.

სხვა სიახლეები