მერიაში შრომით უფლებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის, შრომითი უფლებების კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ქალთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხებზე. კონკრეტულად კი კანონის წინაშე თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე; დასაქმებულის უფლებებზე - ორსულობის, მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის დროს; ასევე შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვაზე.
პროფკავშირების იურისტის მოხსენების შემდგომ, შეხვედრის დასკვნითი ნაწილი, ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს და მოსაზრებები გამოთქვეს.