მარნეულში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანს წიგნის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანს წიგნის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ბიბლიოთეკის მიმდებარედ, სკვერში მოეწყო სივრცე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა მწერლისა თუ პოეტის წიგნები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო საჯაროდ წაეკითხათ მათთვის საყვარელი ლექსი, თუ ამონარიდი ნაწარმოებიდან.
ღონისძიებაში მარნეულის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.