მარნეულში მუნიციპალური ტრანსპორტი რემონტდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ავტობუსების ტექნიკური და ვიზუალური რემონტი აქტიურად მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ავტობუსების ტექნიკური და ვიზუალური რემონტი აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და შპს „ავტოპარკის“ დირექტორი გიგა ჯალაღონია.
ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია უტარდება მარნეული - კაპანახჩისა და მარნეული - შაუმიანის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს.
ტრანსპორტის რეაბილიტაციისთვის ამ ეტაპისთვის გამოყოფილი თანხა 32 000 ლარს შეადგენს. წლის განმავლობაში დაგეგმილია 9 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შეკეთება.