შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან
მარნეულის მუნიციპალიტეტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა, სადაც მისიის წარმომადგენლების შეკითხვებს, მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ უპასუხა.
შეხვედრაზე ძირითადად განხილული იქნა ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხები, მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ასევე ამ ეტაპისთვის ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული საჭიროებები.
დღევანდელი შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდიანრეობდა, რომლის ძირითად მიზანს, აღნიშნულ საკითხებზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მხრიდან, ევროკავშირის წარმომადგენლების ინფორმირება წარმოადგენდა.