მარნეულში საბჭოთა ოკუპაცის დღე აღინიშნა
25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მარნეულის კულტურის სახლში, ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მარნეულის კულტურის სახლში, ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
"საქართველო, ასი წელი რუსეთის რევოლუციიდან" - ასე ჰქვია დოკუმენტურ სერიალს, რომელიც ტელეკომპანია „მარნეული ტვ“ - ს მიერაა შექმნილი და მოგვითხრობს, ჩვენი ქვეყნის რევოლუციამდე და რევოლუციის შემდგომ პერიოდს, მის გავლენებსა და შედეგებს.
დოკუმენტური სერიალის ჩვენება დღეს, ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე შედგა, რომელსაც მარნეულის საჯარო სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დღევანდელ ღონისძიებას ორგანიზებას მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და მარნეულის ტელეკომპანია „მარნეული ტვ“ უწევდა.
მოგეხსენებათ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს იუნკერებმა სიცოცხლე სამშობლოს, საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს. მათ თავდადებისა და თავგანწირვის მაგალითი გვაჩვენეს და ამით თავიანთი სახელი სამარადისოდ უკვდავყვეს.