სამუშაო შეხვერდა WASH - ის დაინტერესებულ მხარეებთან
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტ „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის“ წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტთან ერთობლივად გაწეული ერთწლიანი სამუშაოები შეაჯამეს.

შეხვედრას მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის თანამშრომლები, WASH - ის საბჭოს წევრები, ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და ადგილობრივი რესურს - ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე.
მოგეხსენებათ, რომ პროექტის ძირითადი მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WASH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.