ღონისძიება - „ქალი და მარადიულობა“
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით მრავალფეროვანი პროგრამით დატვირთული საღამო - „ქალი და მარადიულობა“ გაიმართა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით მრავალფეროვანი პროგრამით დატვირთული საღამო - „ქალი და მარადიულობა“ გაიმართა.
ღონისძიება ნიჭიერი მარნეულელი მხატვრის, ნინი ცარციძის ნახატების პერსონალური გამოფენით, "ქალი & სილამაზე", გაიხსნა.
საღამოზე მიწვეულ ქალბატონებს ბევრი სიურპრიზი დახვდათ. სპეციალურად მათთვის, ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ თანამშრომელი მამაკაცების მიერ პოეზიით, მუსიკითა და თეატრალური ეტიუდებით დატვირთული ნომრები შესრულდა.
ღონისძიების დამსწრე ქალბატონებს, 8 მარტის მილოცვის ნიშნად, გაზაფხულის ყვავილები დაურიგდათ.
დღევანდელ საღამოს, მუსიკალურად აფორმებდა მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი, "RED CARPET".