სიახლეები

გენდერული საბჭოს - საჩუქარი მარნეულელ ქალბატონებს

13 მარ, 2019

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტთან არსებული გენდერული საბჭოს მიერ კიდევ ერთი, სამოქმედო გეგმით გაწერილი, შემეცნებითი/საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, სადაც მარტოხელა დედებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტთან არსებული გენდერული საბჭოს მიერ კიდევ ერთი, სამოქმედო გეგმით გაწერილი, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, სადაც მარტოხელა დედებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გენდერული საბჭოს წევრები, ქვემო ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მარიამ გვიდიანი და მოწვეული სტუმრები.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2018 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს.

სხვა სიახლეები