ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია მარნეულში
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია.
სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერიაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაურ დარგალმა, მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში მერიას სტუმრობდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სეიდ ჯავად კევამ შაჰიდი, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ალი აბბასი, საქართველოს შეიხი, ჰაჯი რამინ იგიდოვი და სხვა ოფიციალური პირები.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდგომ, ოფიციალური დელეგაციის წევრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, მასპინძლობისთვის, მადლობა გადაუხადეს.