სიახლეები

„ორი ჯუჯა და მეგობრები“ – მარნეულში

02 მარ, 2019

1 მარტს, მარნეულის კულტურის სახლს, პროექტ „ორი ჯუჯა და მეგობრები“ –ის ფარგლებში ყველა პატარასთვის და არა მარტო მათთვის საყვარელი ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი, მეგობრებთან ერთად, ეწვივნენ.

1 მარტს, მარნეულის კულტურის სახლს, პროექტ „ორი ჯუჯა და მეგობრები“ –ის ფარგლებში ყველა პატარასთვის და არა მარტო მათთვის საყვარელი ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი, მეგობრებთან ერთად, ეწვივნენ.

მარნეულელი მაყურებლის წინაშე, კონცერტის მონაწილეები, მხიარული, მუსიკალური და გასართობი ნომრებით დატვირთული საკონცერტო პროგრამით წარდგნენ.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ხალისიანი განწყობა პატარა მაყურებლებს საცირკო სანახაობებით ჯამბაზმა „ვოვამ“ შეუქმნა.

საღამოზე ასევე მონაწილეობდნენ მაკა ქაჯაია და ზურაბ კობეშავიძე.

დღევანდელი ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

სხვა სიახლეები