არასამთავრობოების შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ,,ფონდთან ტასო” და ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრთან” ერთად 2010 წლიდან, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ქალები თანასწორობისათვის , მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში”.
პროექტის მეორე ფაზაში (2012-2015წწ) ერთი ძირითადი თემათაგანია გენდერული ბიუჯეტირების დანერგვის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტირების ფორმირების პროცესში. 12 ნოემბერს, 3 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მრგვალ მაგიდასთან შედგა შეხვედრა, რომლის მიზანია თვითდახმარების ჯგუფთა, სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანამშრომლობა იმისათვის, რათა თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი ბიუჯეტის პროცესში.შეხვედრას ესწრებოდნენ ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები, დეპუტატები და დაინტერესებული სამსახურების წარმომადგენლები, აგრეთვე თვითდახმარების ჯგუფებისა და სათემო ფონდების წევრები. {AG}12.11.2013-arasamtavroboebis-shexvedra-marneulis-municipalitetshi{/AG}