საინფორმაციო ტური მარნეულის მუნიციპალიტეტში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ტური გაიმართა. ტურის ფარგლებში მარნეულს, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები და მედია-ორგანიზაციების წევრები სტუმრობდნენ.ა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ტური გაიმართა. ტურის ფარგლებში მარნეულს, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები და მედია-ორგანიზაციების წევრები სტუმრობდნენ.
საინფორმაციო ტურს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებმა უმასპინძლეს, რომლებმაც ყურადღება მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე გაამახვილეს. სტუმრებმა ტურის ფარგლებში მეთერთმეტე საუკუნის ძეგლი „გაგის ციხე“ და მსოფლიოში პირველი საღვინე ჭურჭელის აღმოჩენის ადგილი, „გადაჭრილი გორა“ მოინახულეს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ჩართულია ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება. მხარეში უკვე ჩატარდა ტურისტული ფორუმი და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილია ახალი ტურისტული პროექტების განხორციელება, მათ შორის: ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა, საინფორმაციო დაფების განთავსება. სადახლო-წითელი ხიდის მაგისტრალზე სოკოების მოწყობა ველოტურისტებისთვის. გადაჭრილ გორაზე მუზეუმის მშენებლობისათვის ღონისძიებების გატარება.