მარნეულში, ომში მებრძოლი გმირების ოჯახის წევრებს აღდგომა მიულოცეს
მარნეულში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი, გმირების ოჯახის წევრებს მიულოცეს.
მარნეულში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი, გმირების ოჯახის წევრებს მიულოცეს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, სააღდგომო ნობათი, მარნეულში მცხოვრები, აფხაზეთისა და სამაჩაბლოში, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, მებრძოლი გმირების ოჯახის წევრებს გადასცეს.
მოგახსენებთ, რომ სააღდგომო ნობათი მუნიციპალიტეტის 12 ოჯახში დარიგდა.