მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეაფასეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მერიის თანამდებობის პირებმა, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

მთავრობის წარმომადგენლებმა ქალაქ მარნეულში - „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს, სადაც ახალი დასასვენებელი პარკის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს. დაესწრნენ, აღმამედლო - კასუმლო - ულაშლოს გზის, 4 კილომეტრისა და 150 მეტრის სიგრძის ასფალტის საფარის დაგების პროცესს და დამია-გეურარხში მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულეს, სადაც 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნა რეაბილიტირებული.
სტუმრები, ასევე იმყოფებოდნენ სოფელ კაჩაგანში, სოფელ ამბაროვკასა და სოფელ ილმაზლოში, სადაც გზის მოასფალტების, ჯამში 4 კილომეტრამდე, მიმდინარე პროცესი შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები წარმატებით მიმდინარეობს.