სიახლეები

მარნეულში მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართა

06 ივნ, 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ერთი დღით Adjaranet-ისა და Cinemania-ს „კინობასი“ - პატარა ავტობუსი გაჩერდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ერთი დღით Adjaranet-ისა და Cinemania-ს „კინობასი“ - პატარა ავტობუსი გაჩერდა.

სოფლის სტადიონზე მოეწყო კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, სადაც ადგილობრივებმა სხვადასხვა ფილმს უყურეს.

ფილმის ჩვენებასთან ერთად, დამსწრე საზოგადოებამ, სპეციალურად მომზადებული ვიდეოები ნახა და ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთო.

ფინკა ბანკმა გაათამაშა სიმბოლური პრიზები.

მოგახსენებთ, რომ Adjaranet - საქართველოს უმსხვილესი კინო-პორტალია, სადაც 500 ათასამდე ადამიანი ადევნებს თვალს 25 ათასზე მეტ ფილმსა და სერიალს. აქცია „კინობასი“ კი, მუნიციპალიტეტებში ჩასვლასა და ღია კინოთეატრების მოწყობას გულისხმობს, რათა რეგიონებში ხელმისაწვდომი იყოს კინომოყვარულთათვის დიდ ეკრანზე ფილმის ყურება.

სხვა სიახლეები