მერმა წინასაარჩევნო დაპირებისამებრ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
ახლადარჩეულმა მერმა, ზაურ დარგალმა, მერის პოსტზე მუშაობის პირველივე დღეს, წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, ადგილობრივ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრა გამართა. ამჯერად იგი სოფელ კასუმლოში იმყოფებოდა, სადაც იდაიათ და თოიდახანუმ ორუჯოვების მრავალსულიან ოჯახს ეწვია.

ორუჯოვების ოჯახში, მერი მოადგილესთან, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს მის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნულ სოფელში მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.
მერის განცხადებით, მისი პრიორიტეტია მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია, სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად, სხვადასხვა სოფლებში მოქალაქეებთან შეხვედრებს, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.