სიახლეები

ზაურ დარგალი თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ატარებს

11 ივნ, 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ზაურ დარგალი, მერიის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ზაურ დარგალი, მერიის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს.

მერი, თითოეულ თანამშრომელს უშუალოდ ხვდება და მათ ფუნქცია-მოვალეობებსა და საჭიროებებს ეცნობა.

„მუნიციპალიტეტის ეფექტურობა უნდა გაიზარდოს და ამისთვის საჭიროა ძლიერი და მოტივირებული  თანამშრომელი, რათა ეფექტურად წარვმართოთ საქმიანობა. ჩვენი მიმართულებები უნდა გაძლიერდეს, ამისთვის კი  თითოეული თქვენგანის  ძალისხმევაა საჭირო და შესაბამისად უნდა ვიყოთ ერთ გუნდად,  მზად ვარ ინტენსიური კომუნიკაციისთვის, რომელიც ჩვენს ერთობლივ საქმეს ეხება“. - აღნიშნა ერთ-ერთი შეხვედრის დროს   ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ზაურ დარგალი, ოფიციალურად თავის უფლებამოსილების შერულებას 10 ივნისს შეუდგა.

სხვა სიახლეები