ზაურ დარგალი მარნეულის ყრუთა კავშირის ბენეფიციარებს შეხვდა
მარნეულის მერი ზაურ დარგალი, დღეს დილიდან მერიაში მოქალაქეებს ხვდება.
მარნეულის მერი ზაურ დარგალი, დღეს დილიდან მერიაში მოქალაქეებს ხვდება.
დღესვე, მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ახადარჩეულმა მერმა, მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შეხვედრა გამართა მარნეულის ყრუთა კავშირის ბენეფიციარებთან.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, აღნიშნული კავშირის წარმომადგენლებს, მათი საჭიროებები დეტალურად გამოკითხა და მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი დახმარებების შესახებ დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია.
ყრუთა კავშირის წარმომადგენლებმა, ახლადარჩეულ მერთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება, რაზეც ზაურ დარგალმა, სამომავლო მხარდაჭერა და დახმარების მზაობა აღუთქვა.