ახლადარჩეული მერი ზაურ დარგალი სოფელ ხიხანს ესტუმრა
მარნეულის ახლადარჩეული მერი, ზაურ დარგალი, მესამე სამუშაო დღეს, სოფელ ხიხანს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული სოფლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მერს, ხიხანის მოსახლეობამ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
ადგილობრივებთან შეხვედრის შემდგომ, მერმა სოფლის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სათემო განათლების ცენტრს ესტუმრა, სადაც ხიხანელმა პატარებმა, სტუმრებისთვის ღონისძიება გამართეს.