მუნიციპალიტეტში ჩოგბურთის განვითარების საკითხზე იმსჯელეს
მარნეულის მერიაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.
მარნეულის მერიაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში ჩოგბურთის სახეობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები შეაჯერეს.
სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, ITF - ის განვითარების ოფიცერი ევროპისთვის ვიტორ კაბრალი, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი ესწრებოდნენ.