მერიაში სარწყავი წყლის სისტემების მოწყობის საკითხებზე იმსჯელეს
მარნეულის მერიაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც იმირასანის მაგისტრალურ არხზე, შაუმიანი-ხიხანის ახალი სატუმბი სადგურის მოწყობის პროექტის შესახებ ისაუბრეს.

მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა, მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებთან, მის მიერ, სარწყავ წყალთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოკვლეული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი სამუშაოების გეგმა-გრაფიკიც განიხილა.