მარნეულის თეატრალური დასი საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება
24 ივნისს, მარნეულის კულტურის ცენტრის თეატრალური დასი, სპექტაკლს - „აირწინაღი“, პოლონეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარადგენს.
24 ივნისს, მარნეულის კულტურის ცენტრის თეატრალური დასი, სპექტაკლს - „აირწინაღი“, პოლონეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარადგენს.
აღნიშნული სპექტაკლის მორიგი ჩვენება კულტურის სახლში, 13 ივნისს გაიმართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ „აირწინაღი“, თეატრალური პრემია „დურუჯი 2019“ -ის კონკურსზე არის წარდგენილი.
სპექტაკლის დასრულების შემდგომ, მუნიციპალიტეტის ახალმა მერმა, ზაურ დარგალმა, შემოქმედებით კოლექტივს მადლობა გადაუხადა, მომავალ საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.