ქალაქ მარნეულში ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდება
მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინიციატივით, ქალაქ მარნეულში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდება.
მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინიციატივით, ქალაქ მარნეულში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში მოხდება.
მუნიციპალური ა(ი)იპ „სუფთა მარნეული“, ახალი ინიციატივის განხორციელებას დღეიდან შეუდგა.
მერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ქალაქში ნარჩენების მართვის სერვისის გაუმჯობესებისა და ამავდროულად ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის მიზნით.
ნარჩენების გატანის პროცესს ადგილზე აკვირდებოდა მუნიციპალიტეტის პირველი პირი, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.