ახლადარჩეული მერი მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა დღეს დილიდან, მოქალაქეთა მიღებისთვის დაწესებული დღეების ფარგლებში, მოქალაქეები მიიღო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა დღეს დილიდან, მოქალაქეთა მიღებისთვის დაწესებული დღეების ფარგლებში, მოქალაქეები მიიღო.
მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში, ზაურ დარგალი, მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, ადგილობრივებს პირადად შეხვდა, მათ პრობლემებს მოუსმინა და მერიის კომპეტენციის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე მათთან ერთად იმსჯელა.
ახალდარჩეული მერის განცხადებით მოქალაქეთა მომართვიანობა მეტწილად სოციალურ საკითხებს და მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, მერის მოქალაქეთა მიღების დღეებია სამშაბათი და ხუთშაბათი, 10:00 საათიდან- 16:00 საათამდე.