სიახლეები

მარნეულში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები საზეიმოდ დაჯილდოვნენ

18 ივნ, 2019

18 ივნისს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის  ინიციატივით, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში  მარნეულელი წარჩინებული მოსწავლეების საზეიმო  დაჯილდოება გაიმართა.

18 ივნისს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის  ინიციატივით, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში  მარნეულელი წარჩინებული მოსწავლეების საზეიმო  დაჯილდოება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულს 2017-2018  სასწავლო წლის 8 ოქროსა და 7 ვერცხლის  მედალოსანი კურსდამთავრებული   ჰყავს.

15 წარჩინებული მოსწავლე რომლებმაც მედლებზე დაასრულეს სწავლა, სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს, კაპანახჩის, წერეთელის, სსიპ - ქალაქ მარნეულის №5 და №6 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ დაჯილდოვდა ქალაქ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ათ საუკეთესო მასწავლებელთა შორის დასახელდა.  აგრეთვე მუნიციპალიტეტის სახელით  მადლობის სიგელები გადაეცა,  მარნეულის ადგილობრივი რესურსცენტრისა და ხუთივე სკოლის ადმინისტრაციას,  წარჩინებული მოსწავლეების აღზრდისთვის.

მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიის ბოლოს  მუსიკის თანხლებით,   გაიჭრა სამახსოვრო ტორტიც.

სხვა სიახლეები