შეხვედრა მე-2 და მე-5 საჯარო სკოლებში 20.12.2013
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან, რამინ ისმაილოვთან და არკადი შახბაზოვთან ერთად მე–2 და მე–5 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა პედაგოგებს გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები, ასევე დაინტერესდა და მოისმინა პედაგოგების პრობლემები და მათი მოსაზრებები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით. მერაბ თოფჩიშვილი დაესწრო მე–2 საჯარო სკოლაში გამართულ საახალწლო ზეიმს. {AG}20.12.2013-shexvedra-II-IV-sajaro-skolebshi{/AG}